TOP

არჩილ თალაკვაძე: თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების “ფანჯარა იხურება”

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ვარიატზე შეთანხმება თუ არ შედგა, თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების “ფანჯარა დაიხურება”.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ოპოზიციის პრაგმატული პასუხი მმართველი გუნდის შეთავაზებაზე.

“იმიტომ რომ თებერვლის ბოლოს შეთანხმება თუ არ შედგა პარლამენტი ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე. 100/50-ზე ეს არის ნამდვილად კომპრომისული ვარიანტი”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მსგავსი მასალები