მსოფლიო

არგენტინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

არგენტინას ახალი, მემარცხენე-ცენტრისტი  პრეზიდენტი ჰყავს. ალბერტო ფერნანდესის ფიცის დადების ცერემონიალი უკვე გაიმართა.

60 წლის პოლიტიკოსი ლათინური ამერიკის სიდიდით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის მანძილზე უხელმძღვანელებს.

არგენტინის ახალ პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება მოუწევს, მათ შორის ინფლაციის შემცირება და სიღარიბის დონის ზრდის შეჩერება.

ალბერტო ფერნანდესმა მაურისიო მაკრი ჩაანაცვლა, რომელიც ოთხი წელი იკავებდა არგენტინის პრეზიდენტის პოსტს.

მსგავსი მასალები