Face-ამბები

“არ ვარ იდეალური დედა… ჩემი შეცდომებით განცდილი ტკივილების გამო, ერთი საყვედური არ გითქვამს ჩემთვის!!! 

მსახიობი, ლევან ჯიბღაშვილი დღეს იუბილარია. დედა, ნონა ჯიბღაშვილი შვილს დაბადების დღეს ფეისბუქზე ულოცავს:

ლევან!!! დეე
დიახ, შენ ხარ ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება!!!

ამ გამარჯვებას ,აი უკვე 31 წელია მე , შენ და ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი სჯეროდა და მხარში გვედგა უამრავი პატარ – პატარა ნაპერწკლებიდან ვაგროვებთ , დიდი მოთმინებით, დიდი სიყვარულითა და დიდი სიფრთხილით. ვაგროვეთ სანამდე შენი ასეთი წარმატების ცეცხლად ავაბრიალებდით!!!!
ეს გამარჯვების ცეცხლი დღეს ჩვენი დედაშვილობის გამართლებაა!!!!!! ჩემი ტკივილიანი სიყვარულის, ლამაზი გაგრძელებაა!


ამაყი ვარ და მაბედნიერებ, რომ ამ გამარჯვების ცეცხლმა კი არ დაგაბრმავა, ამ ცეცხლის სითბოთი ათბობ და ანათებ ყველა ჩვენიანს და მათთან ერთად უამრავ უცხო ადამიანსაც!
ალბათ ყველაფერს რასაც , შენთან მიმართებაში განვიცდი ვერც ვერასდროს გეტყვი და ეს იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს ამის შესაბამისი სიეტყვები!! 


არც იდეალური ხარ ! არც უნაკლო და არც უცოდველი! თუმცა ძალიან ხმამაღლა შემიძლია ვთქვა , რომ
შენი დედა ვარ! და ამითი ძალიან ამაყი ვარ!
მადლობა იმ უამრავ უცნობ ადამიანს, ვინც სიყვარულით განებივრებს!
ვინც ზუსტად ისეთს გხედავს, როგორიც ხარ და მათ კი ვისაც შენი წარმატება გულს არ უხარებს, მადლობა რომ მოდუნების საშუალებას არ გაძლევენ!


დღეს როლები შეიცვალა , დღეს შენ მარიგებ, თუ როგორ ვიპოვო საკუთარ თავში ძალა და ყველა უღირსებას ღირსებით ვუპასუხო !!! არა კი არ მიკვირს, ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე , ვინმეს შური ან ბოღმა, უბრალოდ მინდა ხოლმე ყველა მათგანმა ერთხელ მაინც ფილმივით თვალი შეევლოს ჩვენს განვლილ წლებს!!!! ნახონ, როგორ მოვედით დღემდე! 


ნამდვილად სხვანაირად შეხედავდნენ ცხოვრებას!!
ზუსტად ვიცი, რომ არ ვარ იდეალური დედა, თუმცა მადლობა, რომ ბავშვობიდან -კაცობამდე ისე მოვედით, ჩემი შეცდომებით განცდილი ტკივილების გამო, ერთი საყვედური არ გითქვამს ჩემთვის!!!
დეეე ან კი რა შემეშალა!!!! სიყვარულიიი??? ეს ხომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი შეცდომა იყოოო!!!!!! შენ დაიბადე!!!!! 


ლევან , ჯერ ყველაფერი წინააა!!!!
მე დედა ვარ და ყველაზე კარგად ვგრძნობ და ვხედავ შენს ხვალინდელ დღეს!!!
ერთი მინდა გთხოვო სულ ასეთად დარჩი!!! 


გილოცავ დედიკო ! დღეს შენი დღეა!!!!!
შევთხოვ უფალს ბედნიერებას შენსას მაყურებინოს მრავალჟამიერ!!
მადლობა უფალს, ყველაფრისათვის !!!!!!!! —

მსგავსი მასალები