მსოფლიო

აშშ სირიიდან ჯარს სრულად აპრილის ბოლოსთვის გაიყვანს

აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიას სრულად აპრილის ბოლოსთვის დატოვებენ.

ამის შესახებ The Wall Street Journal აშშ-ის ადმინისტრაციაში მოქმედ და ყოფილ წევრებზე დაყრდნობით წერს.

გაზეთის ინფორმაციით, ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი სირიას მარტის შუა რიცხვებისთვის დატოვებს, თუმცა პენტაგონში ჯარის გაყვანის გრაფიკს არ ასაჯაროვებენ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში ერაყში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაცია 2014 წლის აგვისტოში დაიწყეს. 2018 წლის სექტემბერში კი, კოალიციამ სირიის ISIS-ის ობიექტებზე პირველი იერიში მიიტანა.

2018 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიიდან ჯარის გაყვანა იგეგმება.

ტრამპმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ტერორისტები დამარცხდნენ, თუმცა ამ განცხადებიდან მალევე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრეტ მაკგიორკმა თანამდებობები დატოვეს.

მიმდინარე წლის იანვარში კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პოპეომ და კოალიციის წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სირიის დატოვება დაიწყეს.

მსგავსი მასალები