მსოფლიო

აშშ-ში კომაში მყოფმა პაციენტმა იმშობიარა

აშშ-ში, არიზონას შტატში ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ხელმძღვანელმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ წლების განმავლობაში უგონო მდგომარეობაში მყოფმა პაციენტმა ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ BBC წერს. 

ირკვევა, რომ წლების განმავლობაში უგონო  მგდომარეობაში მყოფ (ვეგეტატიური მდგომარეობა) პაციენტზე სექსუალურად იძალადეს, შედეგად ის დაორსულდა და ქალმა ბავშვი გააჩინა.

ბავშვი 2018 წლის 29 დეკემბერს გაჩნდა. როგორც საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, მათ იქამდე ვერ შენიშნეს ქალის ორსულობა, სანამ პაციენტს მუცელი შესამჩნევად არ გაიზარდა.

მომხდარს პოლიცია იძიებს.

წყარო: imedinews.ge

მსგავსი მასალები