მსოფლიო საზოგადოება

აშშ-ში ქართველ კანონიერ ქურდს 45-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

8 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ რაჟდენ შულაიას საპატიმრო სასჯელის მოხდა 45 წლით მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო.

​ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაიას ბრალდება ხუთი მუხლით წაუყენა. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა; დარეკეტება; ნარკოტიკებით ვაჭრობა; ძარცვა და აზარტული თამაშების არაკანონიერი ორგანიზება.

ამერიკის კანონმდებლობით, პატიმარს სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუმსუბუქებენ, თუ ის სანიმუშოდ მოიქცევა. სასჯელის შემსუბუქებაში კი 45 წლიანი პატიმრობის 15%-ით შემსუბუქება ითვლება.

8 ივნისს ნიუ-იორკში კრიმინალების 15 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდათ. სწორედ ამ ჯგუფის წევრი იყო რაჟდენ შულაია.

 

მსგავსი მასალები