ყვითელი ფურცელი

ასტრონომები უცნაური ფორმის ციურ სხეულს სწავლობენ

2017 წლის ოქტომბერში ტელესკოპმა Pan-STARRS1 უცნაური ფორმის ციური სხეული აღმოაჩინა, რომელსაც პირობითად “კომეტა” C/2017 U1 ომუამუა უწოდეს. თუმცა, დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის ასტეროიდია და ახალი კლასიფიკაცია-1I/2017 U1 მიანიჭეს. ამ დროიდან მისკენ მიმართულია დედამიწაზე განთავსებული რამდენიმე ტელესკოპი.

ასტეროიდზე აღმოაჩინეს დიდი ოდენობით სიგარისებური ფორმის ორგანული ნაერთი, რამაც წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ შესაძლოა ობიექტი უცხოპლანეტური წარმოშობის იყოს. რის გამოც მეცნიერებმა მას სახელი ომუამუა უწოდეს, რომელიც ჰავაის კუნძულებზე მცხოვრები ხალხის ენაზე მზვერავს ნიშნავს.

ამის საფუძველი ისიც გახდა, რომ ობიექტმა მზესთან მიახლოების დროს მოძრაობის ტრაექტორია შეიცვალა. უცხოპლანეტელთა კვალის მაძიებლები აცხადებენ, რომ ასტეროიდი შორეულ კოსმოსში არსებულმა განვითარებულმა ცივილიზაციამ “გამოუშვა” დედამიწაზე დაკვირვებისთვის, ხოლო სწორედ მისმა წაგრძელებულმა ფორმამ მისცა მას საშუალება, ზუსტად მისულიყო დანიშნულების ადგილამდე.

თუმცა, ინსტიტუტ SETI-ის მეცნიერები, ჟურნალ Astronautica-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებენ, რომ დედამიწასთან მოახლოების შემდეგ, ასტეროიდ ომუამუაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად მის ზედაპირზე არ აღმოჩნდა ხელოვნური რადიო ან სხვა სახის სიგნალების წყარო.

“ჩვენ საკმაოდ მძლავრი და მგძნობიარე ტელესკოპები გვაქვს, თუმცა, 100%-იანი სიზუსტით იმის თქმა, რომ ომუამუა ხელოვნური წარმოშობის არ არის, ჯერჯერობით არ შეგვიძლია,” – აცხადებენ მეცნიერები.

მსგავსი მასალები