სამართალი

ავარიას ბელიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ საგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 30 წლამდე ახალგაზრდა, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მსგავსი მასალები