მსოფლიო

ავღანეთში, 13 ბავშვი გაურკვეველი დაავადებით გარდაიცვალა

ავღანეთში, ბადახშანის პროვინციაში, 3 დღის განმავლობაში, 13 ბავშვი გაურკვეველი დაავადებით გარდაიცვალა.

ინფორმაციას ავღანეთის სატელევიზიო არხი TOLOnews ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, გარდაცვლილ ბავშვებს პნევმონიის სიმპტომები აღენიშნებოდათ, თუმცა ამ დრომდე დაუდგენელია მათი დაავადების დიაგნოზი.

ავღანეთის ხელისუფლება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გარდაცვალების მიზეზის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებს.

მსგავსი მასალები