მსოფლიო

ავსტრიაში კაცმა 20 ტონა შოკოლადი მოიპარა

ავსტრიაში კაცმა 50 000 ევროს ღირებულების შოკოლადი მოიპარა, – ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქურდმა კომპანია Milka-ს ქარხნის პერსონალი დაარწმუნა, რომ კურიერია და 20 ტონა შოკოლადით დატვირთული სატვირთო მანქანა ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანა. მან კომპანიის თანამშრომლებს ყალბი საბუთები წარუდგინა.

შოკოლადი ავსტრიიდან ბელგიაში უნდა გადაეტანათ. ამისთვის Milka-მ უნგრული კომპანია დაიქირავა, მან კი ტვირთის გადასაზიდად ჩეხურ ფირმას მიმართა. ამიტომ, როცა ქარხანაში ჩეხეთში დარეგისტრირებული სატვირთო მანქანა შევიდა, თანამშრომლებს ეჭვი არ გაუჩნდათ და საბარგული შოკოლადით დატვირთეს.

პოლიციის ცნობით, ბოლო დროს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები გახშირდა. სამართალდამცველები მძღოლს და შოკოლადს ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი მასალები