მსოფლიო

აზერბაიჯანის სამხედრო თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩავარდა

აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელი „მიგ–29“ გუშინ, 24 ივლისს 22:00 საათზე, ღამის სასწავლო ფრენის შესრულებისას მოულოდნელად რადარებიდან გაქრა.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩავარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამჟამად პილოტების სამძებრო–სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც მომხდარის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.

მსგავსი მასალები