მათი ცნობით, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა MDMA-ს შემცველი 7 აბი და კლუბ ,,ბასიანში” გაყიდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის სამ ეპიზოდში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული 2018 წლის 12 მაისს დააკავეს.

2019 წლის 18 იანვარს ამავე სპეცოპერაციის დღეს დაკავებულ კიდევ 2 პირს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

შეგახსენებთ, რომ  2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ,,ბასიანსა” და “გალერიში” სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო.

სპეცოპერაციის დაწყებიდან სამი საათის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ,,ბასიანსა” და ,,გალერიში”  სპეცოპერაცია 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ჩაატარა.