TOP განათლება

მიხეილ ბატიაშვილი: გამოსავალი სწრაფად უნდა მოვძებნოთ, რომ ტრანსპორტით ბავშვების დროულად უზრუნველყოფა მოხდეს

“ევროპული საქართველოს” განცხადებას სკოლების ტრანსპორტით უზრუნველყოფის თაობაზე განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ეხმიანება.

“მთავარი ის არის, რომ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. ტრანსპორტირების პრობლემა რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველანი აქტიურად ვართ ჩართულები. ორიენტირებულები ვართ არა პრობლემების წამოჭრით, არამედ პირველ რიგში, პრობლემის გადაჭრით. სკოლებში ბავშვების მიყვანა რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოხდება.

არის რეგულაციები, რომელიც კანონის მოთხოვნაა, თუმცა ისიც გვესმის, რომ კანონის მოთხოვნა ერთია, მაგრამ მეორეა, რომ აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება, სწრაფად გადავჭრათ. გამოსავალი სწრაფად უნდა მოვძებნოთ, რომ ტრანსპორტით ბავშვების დროულად უზრუნველყოფა მოხდეს”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

“21 იანვარს საქართველოს 36 რაიონის ასზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ბრიფინზე გიგი უგულავამ ილაპარაკა.

მსგავსი მასალები