სამართალი

ბათუმში ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ “მედცენტრში” გადაიყვანა. მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მსგავსი მასალები