მსოფლიო

ბერლინში უმსხვილესი ბაზრობა იწვის

ბერლინში ვიეტნამელების ბაზრობა Don Xuang Center იწვის.

Berliner Morgenpost.-ის ინფორმაციით, ხანძარს 90 მეხანძრე აქრობს.

მედიის ინფორმაციით,  მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა და ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

ვიეტნამელების ბაზრობა ბერლინში აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ტერიტორიაზე ორი ათასამდე მაღაზიაა, სადაც იყიდება სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, ელექტრო მოწყობილობა, საკვები პროდუქტები, ბავშვების სათამაშოები და სხვა.

ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორნები, სილამაზის სალონები და სხვა დაწესებულებები.

მსგავსი მასალები