სამართალი

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა, ავთანდილ წერეთლმა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბიზნესმენის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა, ავთანდილ წერეთლის გირაოს საფასური მისმა ოჯახის წევრმა უძრავი ქონებით უზრუნველყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა.  წერეთელმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის თანხის გადახდას არ აპირებდა, რადგან აღნიშნული ოდენობის თანხა არ გააჩნია.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. იმის გამო, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

 

მსგავსი მასალები