სამართალი

ბოლნისი-დმანისის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბოლნისი – დმანისის გზაზე  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 
დაშავებულია ექვსი ადამიანი და გარდაცვლილია ერთი. დაშავებულები ბოლნისის კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარები ეკიპაჟები.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი მასალები