სამართალი

ბორჯომში სავაჭრო ჯიხურში კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბორჯომში, ცემის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი კვების ჯიხურში, 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილი ადგილობრივია, მას თავის არეში დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საქმე გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

მსგავსი მასალები