სხვადასხვა

ბორჯომში 5 500 წლის წინანდელი თაფლი აღმოაჩინეს – ფაქტმა შესაძლოა მსოფლიო ისტორია შეცვალოს?

სოციალურ ქსელებში, უძველესი თაფლის აღმოჩენის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. პირველ-წყაროდ სოციალური ქსელის მომხმარებელი, გეგა ხვედელიძე სახელდება რომელმაც შემდეგი შინაარსის პოსტი გაავრცელა:

 

„ბორჯომში, სოფელ საკირეში, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, უძველესი თაფლი აღმოაჩინეს. რამდენიმე წლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ თაფლი 5 500 წლის წინანდელია.

ამასთანავე მეცნიერები ადასტურებენ, რომ თაფლი მოშინაურებული ფუტკრისგანაა დამზადებული და არა ველური. აქამდე თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლებოდა, რადგან 3 000 წლის წინანდელი თაფლი, ტუტანჰამონის საფლავში აღმოაჩნეს და მისი ანალოგი არ მოიძებნებოდა.

 ბორჯომში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ თაფლის სამშობლოც არის“.

მსგავსი მასალები