მსოფლიო

ბრაზილიელი მომღერალი მიუჩა გარდაიცვალა

ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი სანტორა მიუჩა (ჰელოიზა მარია  ბუარქე დე ჰოლანდა) 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს. ბოლო წლების განმავლობაში მიუჩა კიბოთი იყო დაავადებული და ის რიო-დე-ჟანეიროს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრაზილიელი მომღერალი და კომპოზიტორი, თავისი 40-წლიანი კარიერული ისტორიით გამოირჩეოდა. მიუჩა „ბოსა ნოვას“, „სამბასა“ და ე.წ. ბრაზილიური პოპულარული მუსიკის წევრიც იყო.

მომღერალი 8 წელი ქორწინებაში იმყოფებოდა „ბოსა ნოვას“ მამად წოდებულ ჟოაო ჟილბერტოსთან.

მსგავსი მასალები