მსოფლიო

ბრიუსელში ქალთა წინააღმდეგ ძალადობა 10 ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა

ბრიუსელში ქალთა წინააღმდეგ ძალადობის გასაპროტესტებლად დემონსტრაციაში 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საპროტესტო აქციის დაწყებისას ორგანიზატორებმა წაიკითხეს 2019 წელს ბელგიაში მოკლულ ქალთა სახელები.

აქციის მონაწილეებმა გზაზე სიმბოლურად 21 წყვილი წითელი ფეხსაცმელი დაალაგეს. ორგანიზაცია „სტოპ ფემიციდის“ მონაცემებით, სწორედ ამდენი ქალი მოკლეს 2019 წელს ბელგიაში.

2017 წელს მოკლულთა რიცხვი 99 იყო. აქციის მონაწილეებმა მთავრობას ძალადობის თავიდან ასაცილებლად, მსხვერპლთა დასახმარებლად და დამნაშავეების დასასჯელად ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

მსგავსი მასალები