სამართალი

„ჩათლახბარათი“ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, ელექტრონულ ბილბორდზე, რამდენიმე დღეა გამოჩნდა რეკლამა სახელწოდებით – „ჩათლახბარათი“.

გარდა ამისა, ბილბორდზე გამოსახულია ოქროსფრად შეღებილი ქალი. ანალოგიური შინაარსის ბილბორდს ბათუმის ცენტრშიც ვხვდებით.

ეს არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს კლასიკურ და ეროტიკულ მასაჟს სთავაზობს და Facebook-ზე ღიად მიუთითებს, რომ მათთან ასაკობრივი შეზღუდვა არ არის.

შსს-ში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულია ე.წ. „მასაჟის ცენტრის მფლობელები და თანამშრომლები.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ტრეფიკინგის ფაქტზე გათვალისწინებული სსკ 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

მსგავსი მასალები