მსოფლიო

„ჩერნობილის“ ნახვის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელმა თავი მოიკლა

ყაზახეთში, სერიალ „ჩერნობილის“ ყურებიდან რამდენიმე დღეში „ჩერნობილის“ ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 61 წლის ნაგაშიბაი ჟუსუპოვი მეხუთე სართულიდან გადახტა. ქალიშვილის თქმით, თვითმკვლელობამდე მამა „ჩერნობილს“ ცრემლიანი თვალებით უყურებდა.

Nagashibay

 

He

ის ერთ-ერთი პირველი სამხედრო იყო, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა და მეოთხე ბლოკის რეაქტორზე მუშაობდა.

ოჯახის ინფორმაციით, ჟუსუპოვს მთელი ცხოვრება ძლიერი თავის ტკივილი აწუხებდა.

HBO-სა და Sky Atlantic-ის ახალი მინისერიალი „ჩერნობილი IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული სატელევიზიო შოუა.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე  მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში ავარია მოხდა.

ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.

In

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა: სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. არაოფიციალური ინფორმაციით,  ჩერნობილის მოვლენებს 4 000 ადამიანი შეეწირა.

მსგავსი მასალები