მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 772-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 772-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

ჯანდაცვის ეროვნულ კომიტეტში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსით დაინფიცირების  3399 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ცნობილია, კორონავირუსით დაავადებული 2050 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი მასალები