TOP სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია

ე.წ. ციანიდის საქმე – დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია. ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი დავით ჯანდიერი ავრცელებს:

“რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, გუშინ ხელი მოვაწერე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავაგზავნე საჩივარი დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით. მესმის ინტერესი დიდია რა ფაქტებს ეფუძნება საჩივარი და კონვენციის რომელი მუხლების დარღვევაზე ვამახვილებ სასამართლოს ყურადღებას. დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ჩვენ ორისთვის არის ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნება. იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარებს ხედვას ამ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.

პ.ს. ბოდიში ვისაც ბოლო თვის განმავლობაში ვერ გწერდით“, – წერს დავით ჯანდიერი.

მსგავსი მასალები