მსოფლიო

ცნობილია ქვეყანა, სადაც საღეჭი რეზინის გაყიდვა იკრძალება

მსოფლიოში არსებობს რამდენიმე საკვები, ტკბილეული რომელიც ზოგ ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა ჩვენი პლანეტის სხვა კუთხისთვის ეს სრულიად მისაღებია.

სხვადასხვა სახის საკვების აკრძალვას Thisisinsider-ი სტატიას უძღვნის და ამის ეთიკურ და კულტურულ მიზეზებზეც წერს.

მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა შავი ხიზილალას (Beluga caviar) იმპორტი გარემოს დაცვის მიზეზით აკრძალა 2005 წლიდან.

M&Ms-ის გაყიდვა კი შვედეთში სავაჭრო მარკის ირგვლივ არსებული დავის გამოა აკრძალული 2016 წლიდან. ეს სასამართლოს დადგენილების შედეგად მოხდა, როდესაც პოპულარული ტკბილეულის სახელი სხვა, შოკოლადის მწარმოებლის ბრენდს (M by Marabou) მიამსგავსეს.

სინგაპურმა საღეჭი რეზინის გაყიდვა და იმპორტი ათეული წლის წინ აკრძალა. 1992 წელს, სინგაპურმა საღეჭი რეზინის გაყიდვა და იმპორტი გარემოს დაცვის მოტივით „გამოაცხადა კანონგარეშედ“. 2004 წელს აკრძალვა ნაწილობრივ გაუქმდა სპეციალური დანიშნულებისთვის – სტომატოლოგიური მიზნებისთვის ან ნიკოტინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ევროპაში ბევრი ბავშვისთვის საყვარელი Kinder Surprise-ის შოკოლადის კვერცხი ამერიკაში აკრძალულია, რადგან არღვევს საკვებ ნივთიერებასთან (შემადგენლობა) დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას. თუმცა შეერთებულმა შტატებმა დაუშვა ისეთი Kinder-ის გაყიდვა, რომელზეც სათამაშო შოკოლადით არ არის შეფუთული.

მსგავსი მასალები