პოლიტიკა

“დარჩენილ დროს მოვახმარ იმას, რომ…” – ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადის. მან შესაბამისი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ მიიღო.

“ქართულ ოცნებას” ვულოცავ, რომ მან ამ კენჭისყრით ოფიციალურად დააკანონა ძალადობრივ წარსულთან გარიგება. ის ოფიციალურად გახდა მემკვიდრე იმ უსამართლობის, რაც ქვეყანაში ხდებოდა. 9+8 და შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ. “კლანმა” გაიმარჯვა, როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე “ქართული ოცნების” უმრავლესობაზე. მან მოახერხა საკუთარი სურვილებით ეტარებინა მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის პარლამენტში იყვნენ, რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად კლანის ფილიალი გახდა, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში. მე ამ კომიტეტში აღარ დავრჩები. ჩემი გადადგომიდან ამ დრომდე კომიტეტში დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ 5 მოსამართლე კი არ ჩამოშორებოდა ამ კენჭისყრას, არამედ – მეტი. ეს არის “ქართული ოცნების” პილიტიკური და კიდევ უფრო დიდი მორალური მარცხი. ანრი ოხანაშვილი კლანის უსახური მსახურია. იურიდიული კომიტეტი აღარ არსებობს, არც ადამიანის უფლებათა კომიტეტი არსებობს. დარჩენილ დროს მოვახმარ იმას, რომ გამოსავლის გზებზე ვიფიქრო”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლებად დაამტკიცა – მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე , მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

მსგავსი მასალები