TOP მსოფლიო

დავით აღმაშენებელი – დავით სოსლანი – Daily Mail ახალ ზელანდიაში ტერაქტის ადგილზე ამოღებულ იარაღის ფოტოებს აქვეყნებს

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ი თავდამსხმელების იარაღი მჭიდის ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს ქართული ასობით წარწერა – დავით აღმაშენებელი, დავით სოსლანი.

ფოტოზე ჩანს ასევე სხვა ენაზე დაწერილი სახელებიც, მათ შორის რუსულად. სხვა დეტალები იარაღთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავივა, რომ იარაღის ფოტოებს სხვა გამოცემებიც აქვეყნებენ, თუმცა ქართული წარწერებიანი ფოტო მხოლოდ ყვითელ ტაბლოიდურ გამოცემა Daily Mail-ს აქვს.

ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტია. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი” გამოაქვეყნა, სადაც თავის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს. ეჭვმიტანილი სოციალური ქსელის საშუალებით, თავდასხმის მომენტის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა.

შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე მომხდარი თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ ცოტა 40 ადამიანი. ახალი ზელანდიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმა ორმა ნიღბიანმა კაცმა მოაწყო, ისინი სამხედროების ფორმაში იყვნენ გადაცმულები. სამართალდამცველებმა ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის სამი კაცია და ერთი ქალი.

თავდამსხმელები მეჩეთში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. სროლა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

მომხდარის გამო ქალაქის ყველა სკოლა დახურულია.

მსგავსი მასალები