TOP სამართალი

დავით კირკიტაძე სასამართლომ გაამართლა

საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე გაამართლა. დავით კირკიტაძის საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2”-ი ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ასევე, ბრალდებამ გირაოს სახით მისი მამის კუთვნილი ბინის აღსრულებაში გადაცემა მოითხოვა.

ბრალდების მხარის განცხადებით, გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კირკიტაძე კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა, კონკრეტულად კი მისი ძმის სასარგებლოდ.

მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პატიმრობა ისედაც შეფარდებული აქვს.

სასამართლო პროცესზე სიტყვით დავით კირკიტაძე გამოვიდა, რომელმაც ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ბრალს აბსურდულს უწოდებს.

მსგავსი მასალები