TOP მედიცინა

დავით სერგეენკო: ყველა კლინიკაში, სადაც გრიპის ვირუსით მკურნალობა 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდება კონსილიუმები დაინიშნება

„ყველა კლინიკაში, სადაც გრიპის ვირუსით მკურნალობა 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდება კონსილიუმები დაინიშნება“ – ეს გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიიღო.

პირველი შეხვედრა იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში შედგა, სადაც ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას 2 მოზარდი აგრძელებს. სხვადასხვა კლინიკიდან მოწვეულმა მედიკოსებმა მკურნალობის პროცესის განვითარებაზე იმსჯელეს.  კონსილიუმში დავით სერგეენკო პედიატრის რანგშიც ჩაერთო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში გრიპის ვირუსის ვაქცინის ახალი პარტია უკვე შემოსულია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის. აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

მსგავსი მასალები