საზოგადოება

დღეს დავითობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა – ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, იყალთო და გელათი, დიდი საბრძოლო გამარჯვებები მათ შორის – ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. დავით აღმაშენებლის მეფობის დროს საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. წმინდა მეფე 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“ დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.  ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.

მსგავსი მასალები