ყვითელი ფურცელი

დიეტა, რომელიც კაცობრიობას  იხსნის

მეცნიერებმა შეადგინეს დიეტა, რომელიც კაცობრიობას  იხსნის, 10 მილიარდ ადამიანს გამოკვებავს და თანაც ისე, რომ დედამიწას ზიანი აღარ მიადგება.

რამდენადაც დედამიწაზე ფერმების არსებობა და მათი აქტიური მუშაობა ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რაც კაცობრიობის არსებობას საფრთხეს უქმნის, მეცნიერებმა ადამიანთა გამოსაკვებად ალტერნატიულ გზებზე დაიწყეს მუშაობა.

უნივერსალური დიეტა 37-მა მეცნიერმა შეადგინა.

მათი განმარტებით, ხორცის და რძის პროდუქტების ყოველდღიური ჭამა, უახლოეს ათწლეულებში კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანს. სწორედ ამიტომ, პლანეტისა და კაცობრიობის გადასარჩენად, აუცილებელია საკვებ რაციონში რადიკალური ცვლილებების შეტანა.

მეცნიერების თქმით, ადამიანის საკვები რაციონის მთავარი კომპონენტი ბოსტნეული და ხილი უნდა გახდეს. დიეტა შეიცავს მცირეოდენ ხორცსაც. ახალი კვების რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თხილს და პარკოსან მცენარეებს.

მეცნიერთა ჯგუფის მიერ შედგენილი დიეტა ასე გამოიყურება:

1.      თხილეული – დღეში 50გ

2.      ლობიო, ბარდა და სხვა პარკოსანი მცენარეები – 75გ დღეში

3.      თევზი – 28გ დღეში

4.      კვერცხი – 13გ დღეში (ანუ 1 ცალი)

5.      ხორცი – 14 გ საქონლის ხორცი დღეში და 29გ ქათმის ხორცი

6.      ნახშირწყლები – სრულ მარცვლოვანი პური და ბრინჯი დღეში 232გ, და 50გ სახამებლიანი ბოსტნეული

7.      რძის პროდუქტები – დღეში 250გ, რაც 1 ჭიქა რძის ტოლფასია

8.      ბოსტნეული -300გ

9.      ხილი -200გ

დიეტაში ასევე შეგიძლიათ მიირთვათ 31გ შაქარი და 50გ ცხიმი, კერძოდ ზეითუნის ზეთი.

 

მსგავსი მასალები