პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: 20-21 ივნისს დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს, რომელსაც…

“20-21 ივნისს დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ დაფარავს, „ფონდი ქართუ“ სრულად ანაზღაურებს”, – ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დაშავდა ძალიან ბევრი ადამიანი.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს აქცია ვერ დავასრულეთ ისე, რომ მოქალაქეებს, მათ შორის პოლიციელებს, ასევე, ჟურნალისტებს არ მიეღოთ ჯანმრთელობის ზიანი. დაშავდა ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ზიანი იყო მიყენებული, რამდენიმე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. საბედნიეროდ, იმ მძიმე პაციენტების დინამიკა, რომლებიც გამორჩეული იყვნენ მდგომარეობის სიმძიმით, დღეს დადებითია. ერთი პაციენტი მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, მეორე პაციენტის მდგომარეობა უკვე კეთილსაიმედოა და დინამიკა ყოველსაათობრივად ხდება დადებითი. რამდენიმე პაციენტი უცხოეთის კლინიკებშია სამკურნალოდ. ამ ხარჯებს, ყველაფერს – მედიკამენტებსა და ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ, ანაზღაურებს ჯანდაცვის სამინისტრო და, ასევე, იმ ხარჯებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო, უბრალოდ, ვერ გასწვდება, „ფონდი ქართუ“ თავიდან ბოლომდე დაფარავს. ასევე, აქ არის კომპენსაციების ნაწილი და ამ წუთას მე ამაზე არ შევჩერდები. რაც ყველაზე მთავარია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კეთილსაიმედოა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი მასალები