მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩვენ დავიჭირეთ ეს დიდი მონსტრი – ის ამერიკის საელჩოების აფეთქებას გეგმავდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ამერიკის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა. მოგვიანებით, მან ასევე აღნიშნა, რომ სოლემანი აპირებდა საფრთხე შეექმნა საზღვარგარეთ ყველა ამერიკული საელჩოსთვის.

„ჩვენ დავიჭირეთ ეს დიდი მონსტრი. ჩვენ ის გამოვააშკარავეთ. ეს დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო. ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ის აპირებდა ჩვენი საელჩო აეფეთქებინა. ჩვენ ეს სხვა აშკარა მიზეზებითაც გავაკეთეთ. ვიღაც მოკვდა, ადამიანები მძიმედ დაშავდნენ… ჩვენ ეს დავასრულეთ. ეს იყო მონსტრის დასასრული“, – დასძინა ტრამპმა.

მოგვიანებით ტრამპმა მედიასთან დამატებითი განმარტებებიც გააკეთა.

„სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ახალ თავდასხმებს და თვალი ჩვენს საელჩოებზე ეჭირა. მისი სამიზნე არა მარტო ბაღდადში მდებარე ჩვენი საელჩო იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტს პოლიტიკოსები მოუწოდებენ დაასახელოს კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღო პენტაგონმა გადაწყვეტილება ბაღდადის აეროპორტში ჩატარებულიყო ოპერაცია.

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქში, აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ერაყელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

მსგავსი მასალები