სხვადასხვა

ძაღლმა კაცი კომიდან გამოიყვანა

დიდ ბრიტანეთში ძაღლმა პატრონი კომიდან გამოიყვანა და თერაპევტული ძაღლი გახდა. 

2016 წელს 65 წლის ენდი სასი ქალაქ საუთჰემპტონის საავადმყოფოში მოხვდა. კაცს მძიმე ფორმის პნევმონია ჰქონდა, რომელიც ქიმიოთერაპიის შემდეგ განვითარდა და ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში ჩააგდეს.

როდესაც დაავადების კრიზისმა გადაიარა, ექიმებმა პალატაში კაცის ძაღლი სახელად ტედი შეუშვეს. ძაღლის ყეფის გაგონებაზე სასმა დაგეგმილზე 3 დღით ადრე გაიღვიძა.

2017 წელს, ძაღლმა დიდი ბრიტანეთის სამეფოს სპეციალური ჯილდო მიიღო. მალევე სასმა ტედი თერაპევტული ძაღლების კურსებზე წაიყვანა. 2018 წლიდან, ძაღლი საავადმყოფოებში და მოხუცებულთა თავშესაფრებში მუშაობს.

მსგავსი მასალები