მსოფლიო

“ძირითადად უსახლკაროებს… კლავდა” – FBI-მ დაასახელა კაცი, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი მოკლა

სამუელ ლითლი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე „პროდუქტიულ მკვლელად“ დასახელდა. განაცხადება გამოძიების ფედერალური ბიუროს ვებგვერდეზა განთავსებული.

ლითლი 2012 წელს ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა დნმ-ს ანალიზმა აჩვენა, რომ მას კავშირი ჰქონდა მკვლელობის სამ გაუხსნელ საქმესთან, რის შემდეგაც მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ციხეში ყოფნისას მან კიდევ 90 ადამიანის მკვლელობა აღიარა. ეს მკვლელობები მას ჩადენილი აქვს 1970-2005 წლებში.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უკვე დაადგინა დამნაშავის მონაწილეობა 50 მკვლელობის საქმეში. ბიუროს მონაცემებით, სარწმუნოა მკვლელის დანარჩენი აღიარებებიც, თუმცა გამოიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ლითლი ძირითადად უსახლკაროებს, ნარკოდამოკიდებულებსა და სექს-მუშაკებს კლავდა, რის გამოც დარწმუნებული იყო, რომ მას ვერასდროს დააკავებდნენ, რადგან ამ ადამიანებს არავინ მოძებნიდა. ამჟამად, ლითლი 78 წლისაა. მას ყველა დანაშაულის ზუსტი თარიღის, მოკლულების სახელებისა და გარეგნობის, მათი ტანსაცმლისა და სამკაულების გახსნება უჭირს, თუმცა ზუსტად ახსოვს დანაშაულის ჩადენის დეტალები, მათ შორის ადგილი და ისიც თუ რომელი ავტომობილით გაადადგილდებოდა.

ასევე ცნობილია, რომ ლითლი თავის მსხვერპლებს ხატავდა. მათი პორტრეტები გამოქვეყნებულია გამოძიების ფედერალური ბიუროს ვებგვერდზე. უწყებაში იმედოვნებენ, რომ ეს გამოძიებას დაეხმარება.

ლითლი ყოფილი მოკრივეა. ის თავის მსხვერპლებს ერთი დარტყმით გონებას აკარგვინებდა, შემდეგ კი ახრჩობდა. „ქალების სხეულზე არ აღმოჩენილა დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ამიტომ საქმის უმეტესობა გადაკვალიფიცირდა, როგორც ნარკოტიკებით ზედოზირება, უბედური შემთხვევა ან ბუნებრივი სიკვდილი“, – აღნიშნულია გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშში.

მსგავსი მასალები