მსოფლიო

ეგვიპტეში ეკლესიასთან ბომბი აფეთქდა

ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა. ბომბი კაიროსთან ახლოს მდებარე ქრისტიანულ ტაძართან აფეთქდა. ამის შესახებ BBC წერს.

თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. დაღუპული პოლიციელი ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდა.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის მოსახლეობის 10 პროცენტი კოპტი ქრისტინია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია.

მსგავსი მასალები