TOP პოლიტიკა

ეკა ბესელია: დღევანდელმა შეხვედრამ არჩევანის წინაშე დამაყენა

„ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. მათ შორის იყოს ეკა ბესელიაც.

“მე არ მინდა, რომ სააკაშვილის ძალადობრივი სისტემა ისევ მოტრიალდეს. ავიღებ რამდენიმე დღეს რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო. შევძლებ თუ არა ერთად საქმიანობის გაგრძელებას, ვგულისხმობ “ქართულ ოცნებას”. დღეს არავის გარიცხვაზე არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ახლა გვაქვს სრულიად არაორდინალური პოლიტიკური მოცემულობა. დღევანდელმა შეხვედრამაც მე დამაყენა არჩევანის წინაშე – ღირებულებით საკითხებში შეგვიძლია თუ არა ერთად ვიაროთ. ამაზე ვიმსჯელებთ ჩვენი მეგობრები. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, დავსვათ აქ წერტილი და ნუ შევალთ დეტალების განხილვაში და დავასრულოთ საჯარო დისკუსია და კონფლიქტიო. რა თქმა უნდა კარგია შიგნით საუბარი, მაგრამ არის საკითები, რომლებზეც საჯაროდ საუბარია საჭირო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი მასალები