სამართალი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი “სასამართლო“ სხდომა მომდევნო კვირას ჩაინიშნა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შემდეგი “სასამართლო” სხდომა მომდევნო კვირისთვის ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დასრულდა. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით,ცხინვალის რეჟიმის სასამართლომ ექიმი პატიმრობაში დატოვა. ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მას შემდეგ რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მსგავსი მასალები