პოლიტიკა

ევროკავშირის ანგარიში – 2019 წელს ქვეყანა განიცდიდა ეკონომიკურ აღმავლობას

2019 წელს ქვეყანა განიცდიდა ეკონომიკურ აღმავლობას, რის შედეგადაც 2019 წლის პირველ 10 თვეში მშპ-ს ზრდამ 5%-ზე მეტი შეადგინა – ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა საერთაშორისო რეიტინგებში, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში.

ანგარიში ხაზს უსვამს მსოფლიო ბანკის რეიტინგს, რომლის თანახმად საქართველომ „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ კუთხით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა.

ამასთან, ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში რეფორმების კუთხით.

მსგავსი მასალები