მსოფლიო

ევროპაში რეკორდულმა სიცხემ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა

BBC-ის ინფორმაციით, დასავლეთ ევროპაში ჰაერის ტემპერატურის რეკორდულად მაღალმა მაჩვენებელმა რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.

გამოცემის ცნობით, ესპანეთში ორი ადამიანი დაიღუპა. 17 წლის ფერმერს სიცხეში აუზში გაგრილების შემდეგ ციებ-ცხელება დაეწყო, 80 წლის კაცი კი ქუჩაში გარდაიცვალა. გაერთიანებულ სამეფოში, სადაც პოლიციამ მოსახლეობა გაგრილების მიზნით მდინარეებსა და ტბებში შესვლის საფრთხეზე გააფრთხილა, 12 წლის გოგო მდინარეში დაიხრჩო.

საფრანგეთში სინოპტიკოსები 45C სიცხეს ელოდებიან. მაღალი ტემპერატურაა გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში.

მსგავსი მასალები