ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

ფეხმძიმე ტინა კუნაკი, თეთრი ფერის სამოსში პოზირებს – ვენსან კასელი ტყუპების მამა გახდება?!

ფრანგი მსახიობი, ვენსან კასელი და 27 წლის იტალიურ-აფრიკული წარმომავლობის მოდელი ტინა კუნაკი, გაზაფხულზე მშობლები გახდებიან.

სუპერმოდელი, ფეხმძიმობის პერიოდში, მუდამ თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ხნის წინ კი, ტინამ, სოციალურ ქსელში, ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ფეხმძიმე მოდელი, მზის სხივების ფონზე, “Fashion Novа”-ს ბრენდის, ქათქათა ფერის კაბა-სვიტერში პოზირებს.

წყვილის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავური წყვილი, ახლო მომავალში, ტყუპების მშობლები გახდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ფრანგი მსახიობი, ვენსან კასელი და 27 წლის იტალიურ-აფრიკული წარმომავლობის მოდელი, ტინა კუნაკი, 2018 წლის 24 აგვისტოს, ოფიციალურად დაქორწინდნენ. ტინა კუნაკი, ესპანური სააგენტოს – “MADMODELS”-ის მოდელია. თავდაპირველად, ეგზოტიკური სილამაზის ტინა, საზოგადოებამ, ფრანგი რეპერის, Kalash-ის კლიპით გაიცნო.

მსგავსი მასალები