სამართალი

ფოთში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ დაჭრა

ფოთში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით ქმარმა მიაყენა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გამოძახებაზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა ქალი დაგვხვდა, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში და ორი ნაკვეთი ჭრილობა. როგორც თვითონ აღწერს დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. ადგილზე გავუწიეთ დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის, დანატჩენი კვლევა მოხდება სტაციონარში”, – განუცხადა ჟურნალუსტებს ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ.

მსგავსი მასალები