Face-ამბები TOP

“გაცნობებთ, რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას”…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე საკუთარ გვერდზე წერს.

„გაცნობებთ, რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოზიციას. წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი და რა პოზიციაზე.  იგივე ეხება ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა“, – წერს სოფო ჯაფარიძე.

ის არ აკონკრეტებს სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

 

მსგავსი მასალები