პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე: მიმდინარეობდა ჩემი დევნა…

დამოუკიდებელი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის თქმით, დიდი ხანია მასზე დევნა და ზეწოლა მიმდინარეობს, – ამის შესახებ მან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „თავისუფალ დემოკრატებში“ ვიყავი, მიმდინარეობდა ჩემი დევნა. ძალიან ბევრი ფაქტი შემიძლია დავასახელო, თუმცა დეტალებში არ შევალ, რადგან თავიდანვე ისე მოვახერხე მომეგერიებინა თავდასხმები, რომ საჯარო არ გამხდარიყო.

კოალიციის შიგნით ეს ხშირად მითქვამს. როდესაც პოლიტსაბჭოს წევრი გავხდი, შევიწროება შემცირდა, თუმცა ცდილობდნენ, რომ ყოველთვის კონტროლის ქვეშ ვყოფილიყავი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი მასალები