სამართალი

გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს

25 წლის გიგი გეგეჭკორი, რომელსაც ოჯახი და პოლიცია 9 მარტიდან ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს, 15 მარტს, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში ჩამომხრჩვალი ნახეს.

შსს-ს ცნობით, გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტზე შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

„შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან,  სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი მასალები