TOP

გიგი გეგეჭკორს უკვე 5 დღეა ოჯახის წევრები და მეგობრები უშედეგოდ ეძებენ.

გიგი გეგეჭკორს უკვე 5 დღეა ოჯახის წევრები და მეგობრები უშედეგოდ ეძებენ. იგი შაბათს, 9 მარტს იმყოფებოდა წითელსოფელში, საიდანაც გაუჩინარდა.

“ის ფაქტი, რომ გიგი რამდენიმე ადამიანმა დაინახა ფასანაური-მლეთის მონაკვეთში სამწუხაროდ არ დადასტურდა. 9 მარტის შემდეგ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია გიგის ადგილსამყოფელის შესახებ. მას ოჯახი, მეგობრები, სამართალდამცველები და მაშველები ეძებენ ყველა მიმართულებით, როგორც დუშეთის რაიონში ასევე დედაქალაქში. გიგის ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ უცნობია.
ძალიან გთხოვთ იყავით ყურადღებით ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, რადგან უკანსკნელად გიგი ხუთი დღის წინ ნახეს გაურკვეველი მიმართულებით მიმავალი და შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე იყოს. დააკვირდით აღწერილობას და დამახასიათებელ ნიშნანს. უკანასკნელად გიგის ეცვა შავი სპორტული შარვალი ტოტზე თეთრი ზოლებით, შავი მაისური და შავი პერანგი, მას არ აცვია თბილი კურტკა, რამაც შეიძლება ყურადღება მიიქციოს მნახველებში, ასევე მას მარცხენა ხელზე ჰქონდა მცირე ტრავმა. რაიმე ინფორმაციის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე ან შეატყობინოთ სამართალდამცველებს. 592 20 30 00 – ნანა(დედა) ; 571 11 69 96 ელენე (მეგობარი)”, – აცხადებენ გიგის ახლობლები.

 

მსგავსი მასალები