TOP

გიორგი გახარია: მე დავტოვებ თანამდებობას მაშინ, როდესაც საჭირო იქნება

“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას მაშინ დატოვებს, როდესაც საჭირო იქნება,” – ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“მე დავტოვებ თანამდებობას მაშინ, როდესაც საჭირო იქნება “,- აღნიშნა გახარიამ.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრის გადადგომა ოპოზიციის ლიდერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა მოითხოვეს.

დღეს, ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დატოვა, რაც ოპოზიციის მხრიდან შეფასდა როგორც “პირველი გამარჯვება”.

ოპოზიცია ასევე ვადამდელ საპარლაენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

მსგავსი მასალები