პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პროკურატურა შოთაძის ხელში იქნება ეფექტური და მაღალპროფესიული

არ ვფიქრობ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, რაიმე შეკვეთას შეასრულებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეზ საუბრისას განაცხადა.

გია ვოლსკის მიიჩნევს, რომ პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელში იქნება ეფექტური და მაღალპროფესიული.

“ვფიქრობ, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ თემაზე ინტენსიურად საუბრობს, მათი მეორედ და მესამედ მოსვლაა აბსოლუტურად მიუღებელი საზოგადოებისათვის. რაც შეეხება შოთაძეს, პროფესიონალია. არ ვფიქრობ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, რაიმე შეკვეთას შეასრულებს ან რაიმეზე უკან დაიხევს, იმის გამო, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა ამა თუ ინ მიმართულებას კარნახობს საზოგადოებას. პროკურატურა შოთაძის ხელში იქნება ეფექტური და მაღალპროფესიული”, – აცხადებს ვოლსკი.

საპროკურორო საბჭო დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენს. ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა.

მსგავსი მასალები