TOP პოლიტიკა

გიორგი გახარია: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხელფასები 2019 წელსაც გაეზრდებათ

“საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხელფასები 2019 წელსაც გაეზრდებათ”,-ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების წინაშე პარლამენტში ანგარიშის მოხსენებისას განაცხადა.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შსს-ს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ, ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა 2018 წელს, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება 2019 წლისთვისაც”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სოციალური უზრუნველყოფის ფაქტორებზეც.

“ვფიქრობ, რომ აქ იქნება სოციალური უზრუნველყოფის კიდევ მნიშვნელოვანი კომპონენტები ბინათმშენებლობითა და სამედიცინო მომსახურებით დაწყებული, განათლებით დამთავრებული. ამ მიმართულებით, რესურსულად შსს იქნება სრულად მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთ მომავალზე,“ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი მასალები